fb
მთავარი >> ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ექიმთა ასოციაციის ვიზიტი ბელორუსიის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ექიმთა ასოციაციის ვიზიტი ბელორუსიის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
21/05/2015

2015 წლის 20 მაისს, ბელორუსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ოფისის  ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქმეთა მართვის  რესპუბლიკური კლინიკური სამედიცინო ცენტრს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, შედგა შეხვედრა ბელორუსიის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ანატოლი  სიკორსკისა და   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას შორის.

 

დელეგაციას საქართველოდან ხელმძღვანელობდა თსუ ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ექიმთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - პროფ. გია ლობჟანიძე. დელეგაციაში შედიოდნენ თსუ მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის კოორდინატორი, საქართველოს ექიმთა ასოციაციის გენერალური მდივანი- ზაზა ხაჭიპერაძე და თსუ მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი - თეიმურაზ დოჭვირი.

შეხვედრის მთავარი თემა იყო  სამეცნიერო და აკადემიური მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარების გზები და პერსპექტივები, სტუდენტთა, დოქტორანტთა და პროფესორთა გაცვლითი პროგრამა, რომლის მიზანია პრაქტიკული სწავლება, ერთობლივი კვლევა და პუბლიკაციები.