fb
მთავარი >> “Taddy Bear Hospital” –„დათუნია დრუნჩას კლინიკა“
“Taddy Bear Hospital” –„დათუნია დრუნჩას კლინიკა“
01/06/2015

2015 წლის 1 ივნისს 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ჩატარდა ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება,EMSA-ს პროგრამის ეგიდით “Taddy Bear Hospital” –„დათუნია დრუნჩას კლინიკა“
სპეციალურად მომზადებულ კარავში მოხდა ბავშვთა პირველადი დიაგნოსტიკა სამკურნალო და სტომატოლოგიური პროფილის პედიატრების მიერ. ბავშვები დასაჩუქრდნენ სპონსორი კომპანიის მიერ მოწოდებული პირის ღრუს სამკურნალო საშუალებებით. ღონისძიება მიზნად ისახავდა ბავშვებისათვის „თეთრი ხალათის" შიშის მოხსნას.

ორგანიზატორები : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცნის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (EMSA TSU ), საქართველოს ექიმთა ასოციაცია (GMA).
სპონსორი : შპს „Good Company”.
დამხმარე ჯგუფი : სტომატოლოგიური კლინიკა “Eliz Dent”-ი
.