fb
მთავარი >> პარლამენტის კომიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა
პარლამენტის კომიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა
05/06/2015

2015 წლის 4-5 ივნისს, პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით გაიმართა 4 სამუშაო შეხვედრა/დისკუსია, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, კომიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანი იყო 2016-2019 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (BDD) განხილვა, არასამთავრობო ორგანიზაციების და კომიტეტის წევრებს შორის მოსაზრებებისა და შენიშვნების გაცვლა და მათი თანამშრომლობის გაღრმავება. შეხვედრისას გამოთქმული მოსაზრებები დაეხმარება შესაბამის კომიტეტებს მთავრობისთვის წარსადგენი დასკვნებისა და რეკომენდაცების მომზადებაში.

საქართველოს პარლამენტის მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა კომიტეტებმა: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ჯანმრთელბის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და აგრარულ საკითხთა კომიტეტებმა.

შეხვედრებზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით: კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი(TDI); ჯანდაცვის მიმართულებით: საქართველოს ექიმთა ასოციაცია(GMA), გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (GIP), ერთიანობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის (UPH); გარემოს დაცვის მიმართულებით: მწვანე ალტერნატივა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები, გარემო და განვითარება; აგრარული მიმართულებით: სოფლის მეურნეობის
განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IAAD), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) და აგროსერვისი.