fb
მთავარი >> საქართველოს ექიმთა ასოციაციის (GMA) დელეგაცია ბრიუსელში მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრო და უცხოელ კოლეგებთან ბევრი წარმატებული შეხვედრა გამართა
საქართველოს ექიმთა ასოციაციის (GMA) დელეგაცია ბრიუსელში მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრო და უცხოელ კოლეგებთან ბევრი წარმატებული შეხვედრა გამართა
22/04/2016

ბრიუსელში, ევროპის ექიმთა მუდმივმოქმედი კომიტეტის (CPME) გენერალური ასამბლეა შედგა, სადაც საქართველოს ექიმთა ასოციაცია (GMA) იყო მიწვეული. მასშტაბურ ღონისძიებაში ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, გია ლობჟანიძემ და ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ზაზა ხაჭიპერიძემ მიიღეს მონაწილეობა.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, საქართველო ერთადერთი იყო, რომელიც ევროპის ექიმთა მუდმივმოქმედი კომიტეტის გენერალური ასამბლეის მუშაობაში, მიწვეულის სტატუსით მონაწილეობდა.

ასოციაციის დელეგაციამ ევროპელ კოლეგებთან ნაყოფიერი შეხვედრები გამართა და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებიც გააფორმა – ევროპის ექიმთა მუდმივმოქმედ კომიტეტში, საქართველოს ექიმთა ასოციაცია (GMA), ამიერიდან დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდება, ეს სტატუსი კი საშუალებას მისცემს ასოციაციას, კიდევ უფრო მეტად განავითაროს პირველ რიგში საქმიანი ურთიერთობები ევროპელ კოლეგებთან, რაც თავის მხრივ მრავალფეროვანი გამოცდილების გაზიარების სპექტრს გააფართოებს და ქართველ ექიმებს საინტერესო საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.