fb
მთავარი >> საქართველოს ექიმთა ასოციაციის კიდევ ერთი წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე
საქართველოს ექიმთა ასოციაციის კიდევ ერთი წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე
18/05/2016

საზოგადოებისათვის და განსაკუთებით სამედიცინო საზოგადოებისათვის, კარგად არის ცნობილი საქართველოს ექიმთა ასოციაცია, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია არის წევრი ისეთი წამყვანი საერთაშორისო ასოციაციების და საზოგადოებებისა, როგორებიცაა ევროპის სამედიცინო ასოციაციების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფორუმი (EFMA/WHO) – 1998 წლიდან, მსოფლიოს სამედიცინო ასოციაცია (WMA) 2002 წლიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ასოციაციების ფორუმი (SEEMF) – 2011 წლიდან.

2016 წლის 9 აპრილს საქართველოს ექიმთა ასოციაცია აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით არჩეულ იქნა ევროპის ექიმთა მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრად - დამკვირვებლის სტატუსით.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს საქართველოს ექიმთა ასოციაციის ხელმძრვანელობის და  ასოციაციის თითოეული თანამშრომლისა და წევრის მიერ შეტანილი წვლილი აღნიშნული სტატუსის მიღწევისაკენ. ამასთანავე ფრიად სიმბოლურია თავად არჩევის თარიღიც, 9 აპრილი, თარიღი, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1919  წლის 9 აპრილს შეიქმნა სამედიცინო განათლების პირველი კერა, როდესაც 1989 წლის 9 აპრილს დაიწყო საქართველოს წინსვლა დამოუკიდებლობისაკენ.

 

სამედიცინო სფეროში პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის ამჟამინდელი მიღწევა, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისა და რა თქმა უნდა სამედიცინო საზოგადოებისა ევროინტეგრაციისა და მთლიანად ევროპისაკენ მიმავალ გზაზე.

 

CPME-ს მიერ საქართველოს ექიმთა ასოციაციის მიღება თავის რიგებში ეს ნიშნავს ასოციაციის მაქსიმალურ ჩართულობას აქტუალური სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებაში; კომიტეტთან ერთად ევრო კომისიისა და ევრო საბჭოსათვის წინადადებების, კანონპროექტებს შექმნასა და წარდგინებაში; გამოცდილების მიღებასა და გაზიარებაში, როგორც ევროპის წამყვან საზოგადოებებთან, ასოციაციებთან და დაწესებულებებთან, ასევე სამედიცინო საზოგადოებასთან და წამყვან სპეციალისტებთან.

იხ. ჩანართი ჟურნალიდან CPME Newsletter - Issue 20, May 2016