fb
მთავარი >> დაიწყო დელეგატების რეგისტრაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის (SEEMF) მეშვიდე საერთაშორისო კონგრესზე
დაიწყო დელეგატების რეგისტრაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის (SEEMF) მეშვიდე საერთაშორისო კონგრესზე
06/06/2016

7-10 სექტემბერს, ბათუმი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის (SEEMF) მეშვიდე საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს.

ღონისძიება, მონაწილეთა დასწრების თვალსაზრისით საკმაოდ მასშტაბური და შესაბამისად მრავალფეროვანი იქნება. ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ევროპის აღნიშნული რეგიონიდან 200-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის საერთაშორისო კონფერენციაზე დელეგატები განიხილავენ და იმსჯელებენ სამედიცინო დარგში არსებულ რეალობაზე, მიღწევებზე, მიმდინარე სამეცნიერო კვლევებზე მედიცინის შემდეგ მიმართულებებში - ქირურგია, ონკოლოგია, ნევროლოგია, პედიატრია, ენდოკრინოლოგია და საბაზისო მედიცინა.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის დარეგისტრირებულ დელეგატებზე გაიცემა უწყვეტი სამედიცინო განათლების 15 ECTC.

 

კონფერენციაზე, იქნება დამატებითი, სამეცნიერო სექცია სტუდენტებისთვის, რომელთაც საშუალება ეძლევათ, კონფერენციის მუშაობაში საკუთარი მიღწევებით ჩაერთონ.

მონაწილეების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ რეგისტრაციის ფორმები:

საბჭის წერილი და მოხსენების/რეზიუმეს რეგისტრაციის ფორმა

რეგისტრაციის ფორმა

 

შევსებული რეგისტრაციის ფორმები გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე : info@gma.ge  ან

მოგვაწოდოთ ოფისში: თბილისი, ბუდაპეშტის ქ, 11

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით  ტელ.: 2180019