fb
მთავარი >> საქართველო-ისრაელის ქირურგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი: „კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევათა აქტუალური პრობლემები“
საქართველო-ისრაელის ქირურგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი: „კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევათა აქტუალური პრობლემები“
13/03/2018

2018 წლის 9-10 აგვისტოს, მესტიაში, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საქართველო-ისრაელის ქირურგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი: „კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევათა აქტუალური პრობლემები“.

 

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ექიმთა ასოციაცია და მესტიის მუნიციპალიტეტი.

 

აღნიშნული სიმპოზიუმი, რომელშიც ქართველ და ებრაელ ქირურგებთან ერთად  მონაწილეობას მიიღებს რამოდენიმე ქვეყნის წამყვანი უცხოელი სპეციალისტი,  ყველა თვალსაზრისით ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა  სამედიცინო საზოგადოების ცხოვრებაში, ვინაიდან ეს არის შესანიშნავი საშუალება ქირურგებისთვის, გასტროენტეროლოგებისთვის, ონკოლოგებისთვის, რეზიდენტებისთვის და სტუდენტებისთვის ახალი ნოვაციების გაგებისა და საკუთარი ცოდნის და  კვალიფიკაციის  ამაღლებისათვის. 

 

სიმპოზიუმის თემატიკა: ზოგადი ქირურგია, ენდოსკოპური/ლაპაროსკოპული ქირურგია,  ქირურგიული ონკოლოგია, ინტერვენციული რადიოლოგია, გასტროენტეროლოგია.

სიმპოზიუმის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური

რეგისტრაციისათვის გთხოვთ შეავსოთ თანდართული ფაილი.