fb
მთავარი >> თანამშრომლობის მემორანდუმი
თანამშრომლობის მემორანდუმი
10/07/2014

9 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ექიმთა ასოციაციას (სეა) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გია ლობჟანიძემ მოაწერეს ხელი.


მემორანდუმის თანახმად, თსუ-სა და სეა-ს თანამშრომლობითა და ერთობლივი ღონისძიებებით ჩამოყალიბდება საუნივერსიტეტო მრავალპროფილიანი კლინიკა. კლინიკის ბაზაზე განხორციელდება თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამები. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემისათვის თანამედროვე დონის პროფესიონალთა მომზადებას და ქვეყნის მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.